ქობულეთში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა
ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში დენის დარტყმის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიღუპა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.