“აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია” – ქადაგიშვილი

“NED-თან დაკავშირებით, ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ითვალისწინებს სწორედ გამჭვირვალობას და ღიაობას. როცა იქნება გამჭვირვალობა და ღიაობა, მაშინ აღარ იქნება საფრთხე, საშიშროება და სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, აფინანსებს თუ არა ეს ორგანიზაცია სხვადასხვა არასამთავრობოებს, მათ შორის, არაკონსტიტუციური მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, როგორც ამას ISFED-ის შემთხვევაში აკეთებდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

“აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, გადატვირთვაზეც სწორედ ქართულმა მხარემ გააკეთა განცხადება. გამჭვირვალობა არის ყველაზე კარგი პრევენცია. ამ ორგანიზაციას თავისი სახელმწიფოს, აშშ-ის წინაშე სრული გამჭვირვალობა აქვს, სრულად ინფორმირებულია ამერიკის სახელმწიფო ყველა ინსტიტუტი და მათი დაფინანსება მათგან მომდინარეობს, აქედან გამომდინარე, ჩვენი კანონი რას ითხოვს – რა ანგარიშვალდებულებაც მათ აქვთ საკუთარი ქვეყნის მიმართ, დაახლოებით იმის 10 პროცენტიანი ვალდებულება გვინდა რომ საქართველოში იყოს, რომ ელემენტარული გამჭვირვალობა არსებობდეს და არასამთავრობო სექტორი არ იყოს მუდმივად ასეთი ტიპის ეჭვების ქვეშ. ყოველთვის, დიდი სახელმწიფოები ცდილობენ, თავიანთი იდეოლოგიური, სხვა ფასეულობითი, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტერესები განახორციელონ. ამისთვის, რა თქმა უნდა, იყენებენ როგორც პოლიტიკურ, დიპლომატიურ, სადაზვერვო მეთოდებს, იყენებენ აგრეთვე ე.წ. რბილ ძალასაც. ბუნებრივია, ეს ყველაფერი განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ, როდესაც ხარ მეგობრული, პარტნიორული ქვეყანა, აქ, რა თქმა უნდა, თამაშის წესები უნდა იყოს გაცილებით უფრო მეგობრული, ღია და მათ შორის, ფასეულობათა გავრცელებისა და დამკვიდრების პროცესში, უნდა იყოს გათვალისწინებული სწორედ იმ ქვეყნის საუკეთესო ინტერესები, რომელთანაც ეს პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობა გაგაჩნია”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები