ხვალ ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ ქსელზე მიმდინარე სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეიზღუდება

“16 აგვისტოს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, მეტეხის ხიდის მიმდებარედ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს”, – ინფორმაციას GWP ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ხვალ, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, დილის 11:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

„ისნის რაიონში – ქეთევან დედოფლის გამზირს N1-63-მდე, ქეთევან დედოფლის მოედნის N2, ღვინის აღმართს, დუტუ მეგრელის, მეტეხის, ჯორბენაძის ქუჩებს, რიყის პარკს, მეტეხის აღმართს, ისნის, ფერიცვალების, სოლომონ ბრძენის, ურბნისის, ჩეხოვის, მუკუზანის, მაჭარის, სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბოშიკის, ზახაროვის, ლუსინიანის, იალბუზის, ბოჭორმის, კაჩინსკის და დოლაბაურის 1-ელ, მე-2 და მე-3 ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები