ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას,- ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა  საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„დავადასტურე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის ბრძოლაში. პუტინმა ვერ გატეხა უკრაინის წინააღმდეგობა მისი გაუმართლებელი შეჭრის მიმართ და ახლა იძულებულია, დაიხიოს უკან, რუსეთის ტერიტორიაზე“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

მანამდე, სატელეფონო საუბრისას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჯოზეფ ბორელს ფრონტზე არსებული ბოლო მოვლენებსა და კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციის დეტალებზე გააცნო ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები