Financial Times : რუსეთის საზღვაო ფლოტი გაწვრთნილი იყო ევროპის შუაგულში იერიშის მისატანად
რუსეთმა გაწვრთნა თავისი საზღვაო ძალები, რათა ბირთვული იარაღის მქონე რაკეტებით იერიში მიეტანა ევროპის სიღრმეში, – ამის შესახებ Financial Times-ი საიდუმლო ფაილებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ჟურნალისტებმა მოიპოვეს რუკები, რომლებზეც ევროპაში მდებარე პოტენციური სამიზნეებია დატანილი. მასალები გვიჩვენებს, თუ როგორ წარმოედგინა რუსეთს კონფლიქტი დასავლეთთან, რომელიც მიაღწევდა ნატოს უშუალო საზღვრებს და გეგმავდა უამრავ დარტყმებს დასავლეთ ევროპაში. მაგალითად, რუსებს მიზანში ჰქონდათ ამოღებული საფრანგეთის დასავლეთ სანაპირო და დიდი ბრიტანეთის საპორტო ქალაქი ბაროუ-ინ-ფერნესი.
Financial Times-ი აღნიშნავს, რომ ამგვარი წვრთნები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე იმართებოდა. გარდა ამისა, მოსკოვი წვრთნებს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით ატარებდა.