პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„ყველას დიდი მადლობა. მადლობა უფალს, რომ შევძელი – ღმერთის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
პარიზის ოლიმპიადაზე გენო პეტრიაშვილის გამარჯვების შედეგად საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.