ზელენსკი: რუსეთის იერიში კონსტანტინოვკაზე მიზანმიმართული ტერორია, რისთვისაც ოკუპანტი პასუხს აგებს

ბოლო დარტყმა, რომელიც რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე განახორციელა, იყო მიზანმიმართული სამხედრო დანაშაული, რისთვისაც დამპყრობლები პასუხს აგებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

„დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკაში, სუპერმარკეტზე რუსეთის პირდაპირი დარტყმის შემდეგ, სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დაზიანდა ათობით სხვადასხვა შენობა: ფოსტა, მაღაზიები და სახლები. ამ დროისთვის ჩვენ ვიცით 40-ზე მეტი დაშავებულის შესახებ – ყველა მათგანი საჭირო დახმარებას იღებს. სამწუხაროდ, 14 ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს.

რუსეთმა ყოველთვის იცის სად ურტყამს თავისი რაკეტებით და ეს არის მიზანმიმართული რუსული ტერორი. კიდევ ერთი საომარი დანაშაული, რომლისთვისაც ოკუპანტი პასუხს აგებს. ისინი ანგარიშვალდებულნი იქნებიან სასამართლოს და ისტორიის წინაშე და უკვე ანგარიშვალდებულნი არიან ჩვენი მეომრების სიძლიერის წინაშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები