გვსურს, გამოვეხმაუროთ ონლაინ გამოცემა „აი, ფაქტის“ მიერ, მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს გამოქვეყნებულ ე.წ. „ჟურნალისტურ გამოძიებას“ – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

 

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ონლაინ გამოცემა აი, ფაქტის“  მიერ, მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს გამოქვეყნებულ ე.წ. „ჟურნალისტურ გამოძიებას“, რომელიც ეხება საქართველოს მიერ საერთაშორისო სანაციების აღსრულების საკითხებს.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებაცრუ ბრალდებებს უყენებს უწყებას და ამტკიცებს, თითქოს სანქცირებული საქონელი საქართველოსტერიტორიაზე უკონტროლოდ შემოდის და შემდეგ გადის რუსეთის ფედერაციაში.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა, კომპეტენციის ფარგლებში,  არაერთხელ გასცა წერილობითი პასუხი ონლაინ გამოცემისჟურნალისტთა შეკითხვებს და საკმაოდ ვრცელი/დეტალური განმარტება მიაწოდა ორმაგიდანიშნულების ტვირთების კონტროლისმექანიზმებზე/პირობებზე. მიუხედავადაღნიშნულისა, ისინი კვლავ განაგრძობენ საკუთარიშეხედულებისა და სუბიექტური შეფასებებისპროპაგანდას.

სწორედ ამიტომ, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია და ნათლად მივუთითოთ ამ ე.წ. „ჟურნალისტურ გამოძიებაში“ მოყვანილი„დამადასტურებელი ფაქტების“  სიყალბეზე.

თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ სტატიაშიარასწორადაა ინტერპრეტირებული ორმაგიდანიშნულების პროდუქციის განმარტება.ჟურნალისტი წერს, რომ ციტატა: ორმაგიდანიშნულების ნივთი შეიძლება იყოს თქვენისამზარეულოს ან აბაზანის ტექნიკაში და საბრძოლოიარაღშიც. მაგალითად, ასეთია სარეცხი მანქანის დამაცივრისტვინი“ – ციტატის დასასრული.

განვმარტავთ, რომ ორმაგი დანიშნულებისპროდუქციის ნუსხები, რომლითაც ხელმძღვანელობსმსოფლიოს ყველა ქვეყანა,  განსაზღვრულიაგაუვრცელებლობის ისეთი რეჟიმების მიერროგორიცაა: ვასენაარის შეთანხმება, ბირთვულმიმწოდებელთა ჯგუფი, სარაკეტო ტექნოლოგიებისკონტროლის ჯგუფი და ავსტრალიის ჯგუფი.

სწორედ აღნიშნული რეჟიმების მიერ, შემუშავებულინუსხებისგან შედგება მაგალითად; აშშ ექსპორტისკონტროლის წესების საკონტროლო ნუსხა, ევროკავშირის საკონტროლო ნუსხა და საქართველოსორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა, რომლებიც დამტკიცებულია საქართველოსმთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილებით.

არცერთ ზემოაღნიშნულ ნუსხაში არ არის შეტანილისარეცხისა ან ჭურჭლის სარეცხი მანქანის ანმაცივრის ინტეგრალური სქემები, ვინაიდან ნუსხისშემდგენელი ექსპერტების მიერ (და არა საქართველოში მომუშავე ე.წ ექსპერტების)მიჩნეულია, რომ მსგავსი ტექნიკური პარამეტრებისსქემების  გამოყენება  შეუძლებელია მასობრივიგანადგურების იარაღის ან გადამტანი საშუალებების(საბრძოლო რაკეტების) დასამზადებლად.

ამასთან,  დღეისათვისფუფუნების საგნებისნუსხითევროპიდან  სანქცირებულია იმსაყოფაცხოვრებო სარეცხისა და ჭურჭლის სარეცხიმანქანების რუსეთში ექსპორტი (სეს ესნ 8450, 8422), რომლის ღირებულება აღემატება 750 ევროს, ხოლორუსეთიდან ევროკავშირში აკრძალულია 8450 და 8422 სეს ესნ სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირებულიყველა ტიპის სარეცხისა და ჭურჭლის სარეცხიმანქანა.

ანალოგიურად, ორმაგი დანიშნულების პროდუქციასარ განეკუთვნება ჩვეულებრივი კომპიუერებისპროცესორები (მაგ. Intel core i3-intel core 7i), უთოსინტეგრალური სქემები, ამერიკული კომპანია Garmin-ის პორტატული სამოგზაურო  JPS მოწყობილობები, როგორც ეს სტატიაშიმითითებული.

რაც შეეხება ქსელურ მოწყობილობებს, ( 8517 62 სესესნ)სტატიაში მითითებული ნებართვები გაცემულიაისეთ ქსელურ მოწყობილობებზე, როგორიცაა:კომპიუტერული ქსელის პროგრამულ ელემენტებ დაკომუტატორებ (მაგ. ASA5512-K8, ASR1000-ESP5=, CISCO1921/K9, WS-C3560X-48P-L, WS-C3750X-24T-E, WS-C3750X-24T-S, WS-C3850-12S-S).

ევროკავშირის მიერ 2023 წლის ივლისიდან 8517 62 სეს ესნ საქონლის კოდის სენსიტიური კოდებისჩამონათვალში შეტანის შემდგომ, იმ ქვეყნებში,რომლებიც მიჩნეულია რუსეთისთვის სანქციებისგანთავის არიდებაში/დახმარების გაწევაში, ექსპორტზე არ გაცემულა არცერთი ორმაგი დანიშნულების(მაღალპრიორიტეტულ/სენსიტიურ საქონელზე)ნებართვა.

„ჟურნალისტური გამოძიების“ ავტორი ერთმანეთთანაიგივებს                                                       მაღალპრიორიტეტულ და ორმაგი დანიშნულებისსაქონელს, რაც მისი მხრიდან არის მიზანმიმართულიქმედება და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

მაღალი პრიორიტეტული საქონლის გაძლიერებულიკონტროლი შესაბამისი რეგულაციების მიღებისშემდეგ, სანქციების დამწესებელმა ქვეყნებმადაიწყეს 2023 წლის ივლისიდან. სწორედ აღნიშნულიპერიოდიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსშემოსავლების სამსახურის მიერ, პარტნიორქვეყნებთან შეთახმებით, ხორციელდება 50 მაღალპრიორიტეტული სეს ესნ სასაქონლო კოდის გადაადგილების განსაკუთრებული კონტროლი დაპერიოდული ანგარიშგება ევროკომისიისსაგადასახადო და საბაჟო კავშირის გენერალურდირექტორატთან (DG TAXUD), ფინანსურისტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა დაკაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალურდირექტორატთან (DG FISMA), ამერიკის შეერთებულიშტატების სახელმწიფო დეპარტამენტთან, ასევეაშშის ვაჭრობისა და ხაზინის დეპარტამენტებთან.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მაღალ პრიორიტეტულისაქონელი უკრაინასთან ომის დაწყებიდან არგაგზავნილა საქართველოდან რუსეთის დაბელარუსის დანიშნულებით, როგორც ეს სტატიაშიააღწერილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სანქციების დამწესებელიქვეყნების მიერ,  მესამე ქვეყნების დანიშნულებითმაღალ პრიორიტეტული საქონლის გადაადგილებაზედამატებითი კონტროლის  რეგულაციებიშემოღებულია 2023 წლის ივლისიდან, ხოლო სტატიისავტორს შედარებებისას მოყვანილი აქვს 2023 წლისსრული სტატისტიკა, რაც ბუნებრივია, ვერ ჩაითვლებაობიექტურ მონაცემად.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, კონტროლდებოდა 38 მაღალ პრიორიტეტული სესესნ სასაქონლო კოდი, რომელიც 2023 წლისსექტემბერში და შემდგომ, 2024 წლის თებერვალშიგაიზარდა 50 სასაქონლო კოდამდე. სამწუხაროდ, ონლაინ გამოცემააი, ფაქტისტენდენციურჟურნალისტურ გამოძიებაში წარმოდგენილსტატისტიკაში არც ეს მნიშვნელოვანი გარემოებააგათვალისწინებული.

რეალურად, 2023 წლის ივლისიდან დღემდე, სტატიაში მოცემული ქვეყნების დანიშნულებით, განხორციელდა არა 10 660 350 დოლარის მაღალპრიორიტეტული სეს ესნ სასაქონლო კოდის საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი, არამედ მხოლოდ                1 248 290 დოლარის, რაც ქვეყნებს შორისსაგარეო ვაჭრობის ჭრილში უმნიშვნელო მონაცემია.

ხაზგასმით განვმარტავთ, რომ სტატიაში მოყვანილიმონაცემებისგან განსხვავებით, ზემოაღნიშნულ თარიღში, ამ კოდის საქონელი საერთოდ არ გასულა უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში, ხოლოსტატიაში დასახელებულ სხვა ქვეყნებში, საქონლისექსპორტის/რეექსპორტის ოპერაციებიგანხორციელდა, მხოლოდ გამონაკლისშემთხვევებში, შესაბამისი სავალდებულოგარანტიების წარმოდგენის საფუძველზე.

კერძოდ, კომპანიების მიერ დამატებითწარმოდგენილი იქნა საბოლოო მომხმარებლისსერტიფიკატი (იმის დასადასტურებლად, რომდანიშნულების ქვეყნიდან საქონლისგადამისამართება არ მოხდებოდა სხვა ქვეყანაში) გამომგზავნი კომპანიის (მათ შორის ევროპული დააშშ კომპანიების წერილობითი თანხმობა) ან/და შესაბამისი მიმღები სახელმწიფოს  ოფიციალურიორგანოს წერილობითი თანხმობა. დასახელებული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია საბოლოოდიგზავნებოდა და თანხმდებოდა სანქციებისდამწესებელი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთანდა მხოლოდ ამის შემდეგ იყო შესაძლებელისაქონლის გაგზავნა.

შემოსავლების სამსახურის მონაცემთაელექტრონული ბაზების მიხედვით, ინტერნეტ გამოცემა ,,აი ფაქტის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დასახელებულ არცერთ  კომპანიას არუფიქსირდება მაღალპრიორიტეტული სეს ესნსასაქონლო კოდის  საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი, მათ შორის, არცერთი საბაჟოპროცედურა არ აქვს განხორციელებული შპსასტერიგრუპსდა  შპსელექტრომექბტს“.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელგანმარტავს, რომ გამომძიებელ ჟურნალისტთაგაერთიანების მიერ, მომზადებულ ცალმხრივ/ტენდენციურ მასალაში დასახელებულ პირთაგან, არცერთს არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა დაკვალიფიკაცია საბაჟო კოდების/ფორმალობებისზუსტი განსაზღვრისთვის. შესაბამისად, მათ მიერგაკეთებული შეფასებები არის ცრუ და მიზნადისახავს საქართველოს მოსახლეობის შეცდომაშიშეყვანას, მაშინ, როდესაც შემოსავლებისსამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ჰყავს შესაბამისიკვალიფიკაციის, სერტიფიცირებული საერთაშორისოექსპერტები, რომლებსაც აშშის სახელმწიფოდეპარტამენტის რეკომენდაციით, შესაძლებლობამიეცათ მიეღო საერთაშორისო სანქციების სასწავლოპლატფორმაზე DOLFIN-ზე სრული დაშვება. ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელმაუკვე მოიპოვა  ექსპერტის შესაბამისი სერტიფიკატიდა აქტიურ რისკის პროფილებზე დაყრდნობით, მათშეუძლიათ ზუსტად  განსაზღვრონ/დაადგინონსაქონელი ორმაგი დანიშნულებისაა თუ არა.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელმოუწოდებს გამომძიებელ ჟურნალისტთაგაერთიანებააი, ფაქტს, რომელსაც როგორც ჩანს,,,ობიექტური“ ჟურნალისტურ გამოძიები თავისი ე.წ. წესები გააჩნია, თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციისგავრცელებისა და ქვეყნის იმიჯის დაზიანებისგან.

მორიგი თხოვნაა – სტატიის ავტორებმა გამოძიების დაწყებამდე, მოახდინონ ფაქტების და შეფასებების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ასევე მაღალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად, გაეცნონ შემოსავლების სამსახურის მიერ, მათთვის მიწოდებულ ღია წყაროებს (კონკრეტული ბმულების სახით მიწდებულ მასალას), სადაც ასახულია საერთაშორისო სანქციების აღსრულების მექანიზმები/კრიტერიუმები. ამასთან, იმედს ვიტოვებთ, რომ ონლაინ გამოცემა „აი, ფაქტის“  მიერ,ჰიპოთეტური და არასრულ/ცრუ ინფორმაციის,გამოქვეყნების შემდეგ, მათი მხრიდან ამჯერად მაინც, მოხდება სამართლიანად და გარემოებების დაუმახინჯებლად, საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სრული განცხადების გამოქვეყნება“,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები