ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებული უწყებებისთვის, ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებული უწყებებისთვის, ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფ. გოგიტიძის ქუჩა N7-ში ახალ ობიექტში ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყალი“, ა(ა)იპ „ქობულეთის გამწვანება“, შ.პ.ს. „ქობულეთის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგური“ და შ.პ.ს „ქობულეთის წყლის ალიანსი“ განთავსდა.
„პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია. შენობა ადაპტირებულია და აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.