ვაშინგტონი თურქეთს აფრთხილებს, თუ არ შეზღუდავს რუსეთში ამერიკული სამხედრო ტექნიკის ექსპორტს, ამას გარკვეული შედეგები მოჰყვება

ამერიკის შეერთებული შტატები თურქეთს აფრთხილებს იმ შედეგების შესახებ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს, აშშ-ს სამხედრო ტექნიკის ექსპორტის გაგრძელებას რუსეთში, – ამის შესახებ FINANCIAL TIMES-ი წერს.

აშშ-ის მდივნის თანაშემწე ექსპორტის აღსრულების საკითხებში, მეთიუ აქსელროდი ცოტა ხნის წინ შეხვდა თურქ ჩინოვნიკებს, ლიდერებს ანკარასა და სტამბულში, უკანონო ვაჭრობის შეწყვეტის მოთხოვნით.

მისი გზავნილი თურქეთისთვის იყო, რომ უფრო მკაცრი ზომები მიიღოს, რათა შეიზღუდოს ამერიკული წარმოების ჩიპებითა და სხვა მგრძნობიარე ტექნოლოგიებით ვაჭრობა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინის ომში.

„ჩვენ გვჭირდება, თურქეთი დაგვეხმაროს, რომ შეაჩეროს ამერიკული ტექნოლოგიების უკანონო ნაკადი რუსეთში.

ჩვენ უნდა დავინახოთ სწრაფი პროგრესი თურქეთის ხელისუფლებისა და ინდუსტრიის მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა არჩევანი არ გვექნება, გარდა იმისა, რომ იქნება მკაცრი შედეგები მათთვის, ვინც თავს არიდებს ჩვენს საექსპორტო კონტროლს, – განაცხადა აქსელროდმა.

2022 წლიდან თურქეთმა გააფართოვა ვაჭრობა რუსეთთან, აშშ-ის ევროკავშირისა და სხვა დასავლელი მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად.

“აშშ განსაკუთრებით შეშფოთებულია იმით, რომ თურქეთი იქცა საკვანძო კერად, რომლის მეშვეობითაც დასავლური წარმოების ელექტრონიკა, მათ შორის, პროცესორები, მეხსიერების ბარათები და გამაძლიერებლები რუსეთში ექსპორტის კონტროლის დარღვევით შედის”.

“აშშ სულ უფრო მეტად შეშფოთებულია იმით, რომ თურქეთი გადამწყვეტი ცენტრი გახდა დასავლური წარმოების ელექტრონიკისთვის, როგორიცაა პროცესორები, მეხსიერების ბარათები და გამაძლიერებლები, რომელთა მეშვეობითაც ისინი, გავრცელებული ინფორმაციით, აწვდიან რუსულ რაკეტებსა და თვითმფრინავებს ექსპორტის კონტროლის დარღვევით”, – წერს FINANCIAL TIMES-ი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები