რუსეთში, კურსკის ოლქში, რამდენიმე რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა

კურსკის რეგიონში, სუჯანსკის საზღვრისპირა ოლქში, რუსეთ-უკრაინის შეტაკებები გრძელდება.

როგორც რუსული, ისე უკრაინული მედია წერს, რომ კურსკის ოლქში ტყვედ არის აყვანილი, სულ მცირე, ექვსი რუსი სამხედრო მოსამსახურე.

კურსკის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ქალაქ სუჯაში ცეცხლის და დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი. მისივე თქმით, რეგიონის სხვადასხვა დასახლებებში დაშავებულია რუსეთის 13 მოქალაქე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, სუჯას მახლობლად მომხდარის შესახებ, ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები