ვენესუელა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს

ვენესუელა სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს იმ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებენ გასული თვის არჩევნებს,- ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ვენესუელას გენერალურმა პროკურორმა, ტარექ უილიამ სააბმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება ოპოზიციის ლიდერების, ედმუნდო გონსალესისა და მარია კორინა მაჩადოს წინააღმდეგ დაიწყება.

ოპოზიციის ორ ლიდერს სამსახურებრივი ფუნქციების დარღვევაში, არეულობის მიზნით ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში, აჯანყების მოწყობასა და შეთქმულებაში ადანაშაულებენ.

სამინისტრომ გამოძიება ედმუნდო გონსალესისა და მარია კორინა მაჩადოს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული შეტყობინების შემდეგ დაიწყო. უწყების თქმით, გზავნილი მიმართული იყო როგორც ვენესუელის მოქალაქეებისთვის, ასევე სამხედრო და პოლიციის ჩინოვნიკებისთვის.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მათ ხმების 67 პროცენტი მიიღეს, ხოლო ნიკოლას მადურომ 30 პროცენტი მოიპოვა. გონსალესი ასევე მოუწოდებს პოლიციის თანამშრომლებს, დადგნენ ხალხის გვერდით და პატივი სცენ არჩევნების შედეგებს, რომლებშიც, მათი თქმით, თავად გაიმარჯვეს.

გონსალესი მოუწოდებს ვენესუელას სამხედრო ძალებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები და აღიარონ ვენესუელელი ხალხის სუვერენიტეტი.

უილიამ სააბი ამტკიცებს, რომ ედმუნდო გონსალესის პრეტენზია არჩევნებში გამარჯვების შესახებ რეალობას არის აცდეინილი, რადგან ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭო (CNE) ერთადერთი ორგანოა, რომელიც კანონიერად არჩევნებში გამარჯვებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები