პაპუაშვილი – “ლელოს” განცხადებაზე: პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები
“პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
ის „ლელოს“ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც პარტია ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს.
„რადიკალურ ჯგუფებს პრობლემა არ აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ პრობლემა აქვთ საქართველოს კონსტიტუციასთან. ამიტომ თუ კი რაიმესთან დაკავშირებით მათ უნდა ილაპარაკონ, უნდა ილაპარაკონ კონსტიტუციის და სისხლის სამართლის კოდექსზე საკითხებზე, რომელიც მათ ასე უხვად აქვთ დარღვეული.
„ლელოს“, რაც შეეხება მათ ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს. ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათმა ზოგიერთმა წევრმა ელაპარაკოს სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები“, – ამბობს პაპუაშვილი.