“გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც მისი სურვილია” – პაპუაშვილი

“გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც მისი სურვილია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მეთოდი, თუ როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლებას და ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის შეკრებები თუ განცხადებები.

სანამ ბრიუსელი საგარეო მინისტრების ფორმატში, საბჭოს ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რომელსაც წინსწრებით მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიამ მისი პრესსპიკერის სახით, მანამდე მათი არც ერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის.

მაშინ, როდესაც ევროკომისიამ მისი პრესსპიკერის პირით მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ძალადობას, ნეპალის სცენარს, ხელისუფლების დამხობას და აგერ 5 თვე გავიდა და ერთი სიტყვაც კი არ გვესმის ისეა გატრუნული ყველა ბრიუსელში, მანამდე მათი ნებისმიერი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, როგორც გაგრძელება საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების მხარდაჭერისა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები