სალომე ზურაბიშვილი: ყველგან შემიძლია ნებართვების გარეშე ვიარო, გარდა ქვეყანაში, რომელიც ომშია

ყველგან შემიძლია ნებართვების გარეშე ვიარო, გარდა ქვეყანაში, რომელიც ომშია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ უსაუბრია უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ან ხომ არ აპირებს იქ ჩასვლას.

„ზელენსკისთან არაერთი საუბარი მქონდა ბოლო შეხვედრების დროს, ვიყავი შვეიცარიაში, სადაც სამშვიდობო, დიდი კონფერენცია იყო ორგანიზებული სწორედ შვეიცარიელების მიერ, მაგრამ უკრაინისთვის, რასაც ზელენსკი ესწრებოდა. მასაც ავუხსენი და ყოველ ჯერზე ვუხსნი ყველას, რომ ყველგან შემიძლია ნებართვების გარეშე ვიარო, გარდა ქვეყანაში, რომელიც ომშია, რადგან მე არ მაქვს უფლება, როგორც სახელმწიფო მეთაურს, რომ ეს პოსტი ჩავაყენო რამე საფრთხის წინაშე ამ პირობებში და ეს ყველამ ძალიან კარგად გაიგო. მე დიდ ხანს არ მინდოდა ამის ახსნა, იმიტომ, რომ არ მინდა, რომ უკრაინისთვის ეს რამენაირად დამამცირებელი იყოს, მაგრამ ეს რეალობაა და სახელმწიფო მეთაურის პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები