ყირიმის სამ ქალაქში ქოლერა დაფიქსირდა – ოკუპანტები ეპიდემიის დამალვას ცდილობენ
დროებით ოკუპირებული ყირიმის სამ ქალაქში – სიმფეროპოლში, ჯანკოიში და ფეოდოსიაში ქოლერის აფეთქება დაფიქსირდა, რომლის დამალვას საოკუპაციო ადმინისტრაცია ცდილობს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას ყირიმში პრეზიდენტის მისია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ყირიმში, სიმფეროპოლში, ჯანკოიში და ფეოდოსიაში დაფიქსირდა ქოლერის აფეთქება, რომლის დამალვას საოკუპაციო ადმინისტრაცია ცდილობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ფეოდოსიაში პლაჟების დახურვის შესახებ, რომელიც კანალიზაციის დაზიანებამ და ზღვაში ჩაშვებამ გამოიწვია.
გარდა ამისა, არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებიდან ყირიმში ქოლერის ეპიდემია მიმდინარეობს, რასაც საოკუპაციო ხელისუფლება მალავს. აღინიშნა, რომ Roszdravnadzor-მა მიიღო კოლექტიური საჩივარი სიმფეროპოლის საავადმყოფოს ექიმებისგან. მათ მოითხოვეს შემოწმება და დოკუმენტების მიწოდება საავადმყოფოს პერსონალისთვის მედიკამენტებისა და პირადი დამცავი აღჭურვილობის არარსებობის შესახებ „ქოლერას ეპიდემიური გავრცელების დროს, 2024 წლის ივნისიდან დღემდე“.