ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოკითხვები საქალაქო სასამართლოშიც მიმდინარეობს

ტერორიზმისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პარალელურად გამოკითხვები თბილისის საქალაქო სასამართლოშიც მიმდინარეობს.

მაგისტრი მოსამართლის წინაშე ბექა ჭულუხიძე იკითხება. შესვლამდე მან მედიასთან ტერორიზმის საქმესთან რაიმე კავშირი უარყო. დღესვე, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კიდევ ერთი მოწმე, ვაჟა ციცილოშვილი გამოიკითხება.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები