“რთული იყო ის მარცხი, რომელიც განვიცადე წინა ოლიმპიადაზე, ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე და ამ მარცხით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე” – ეთერ ლიპარტელიანი
“რთული იყო ის მარცხი, რომელიც განვიცადე წინა ოლიმპიადაზე, ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე და ამ მარცხით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. რა თქმა უნდა, შევეცდები ამ ოლიმპიადაზე არ დავუშვა ასეთი შეცდომები და მეტად დამაჯერებლად ვიასპარეზო”, – ამის შესახებ ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ისაუბრა.
“ძალიან გავიზარდე, მეტი გამოცდილება მივიღე. ვფიქრობ, გასულ ოლიმპიადასთან შედარებით, ახლა შემიძლია უმაღლესი სინჯის მედალი მოვიპოვო”, – აღნიშნა ლიპარტელიანმა გადაცემაში – “შუადღე” საუბრის დროს.