ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე დღეს კონსტანტინე ჯღამაია და ლაშა რუხაია დაიკითხებიან
ტერორიზმისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მაგისტრი მოსამართლის წინაშე დღეს, 11 საათზე დღეს მოწმის სახით კონსტანტინე ჯღამაია გამოიკითხება.
სავარაუდოდ, დღესვე უპასუხებს გამომძიებლის შეკითხვებს “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საკრებულოს წევრი, ლაშა რუხაია.
სუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებები, მათ შორის, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.