უკრაინაში Rheinmetall-ის საბრძოლო მასალების საწარმო აშენდება

 

უკრაინაში Rheinmetall-ის საბრძოლო მასალების საწარმო აშენდება, – ამის შესახებ ინფორმაციას იარაღის მწარმოებელი გერმანული კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, გერმანულმა კონცერნმა უკრაინის მთავრობისგან საბრძოლო მასალების საწარმოს აშენებაზე შეკვეთა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საწარმოს სამშენებლო სამუშაოები მალე დაიწყება და სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში დასრულდება.

ამჟამად შეთანხმების ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა გერმანულმა კონცერნმა აღნიშნა, რომ მისი ღირებულება 100 მილიონ ევროზე მეტია.

„ეს Rheinmetall-ის გამოცდილებისა და წარმოების შესაძლებლობების მიმართ ნდობას ხაზს უსვამს. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ქვეყანას რეინდუსტრიალიზაციასა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინაში Rheinmetall-ის საწარმოს მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მხარეებმა თავდაპირველად თებერვალში გაავრცელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები