ეროვნული კინოცენტრი დეა კულუმბეგაშვილს ვენეციის კინოფესტივალზე მსოფლიო პრემიერას ულოცავს

ეროვნული კინოცენტრი დეა კულუმბეგაშვილს ვენეციის კინოფესტივალზე მსოფლიო პრემიერას ულოცავს
ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმის – „აპრილის“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
„ქართველი რეჟისორის ფილმი ვენეციის კინოფესტივალის მთავარ საპრიზო კონკურსში მოხვდა, სადაც ის მთავარი პრიზისთვის – „ოქროს ლომისთვის“ (Leone d’Oro) იბრძოლებს.
ფილმი ქართულ-ფრანგულ-იტალიური ერთობლივი ნამუშევარია. ქართულ მხარეს წარმოადგენს კინოკომპანია „დამოუკიდებელი კინოპროექტი“ (Independent Film Project) და პროდიუსერი არჩილ გელოვანი.
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში უძველესი და კანისა და ბერლინის ფესტივალებთან ერთად ერთ-ერთი პრესტიჟული ღონისძიებაა.
აღსანიშნავია, რომ „აპრილთან“ ერთად საპრიზო ფილმების ჩამონათვალში მოხვდა პედრო ალმადოვარის, ტოდ ფილიპის, ვალტერ სალესის, ლუკა გუადანინოსა და სხვა მსოფლიოში ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმები.
ეროვნული კინოცენტრი ულოცავს დეა კულუმბეგაშვილს, არჩილ გელოვანსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ წარმატებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები