ირაკლი კობახიძე – დღეს იხსნება ხაშურის იუსტიციის სახლი, სადაც ხაშურელებს მიეწოდებათ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება, ეს არის 121-ე იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულად რეგიონში – მე-9 ფილიალი

იუსტიციის სახლში ხაშურელებს მიეწოდებათ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაშურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის 121-ე იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულად რეგიონში ეს არის მე-9 ფილიალი.

„ხაშურელებისთვის დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, იხსნება ხაშურის იუსტიციის სახლი. ტრადიციულად, იუსტიციის სახლი ხაშურშიც გამოირჩევა არაჩვეულებრივი არქიტექტურით, დიზაინით. ეს შენობა მომსახურების მიწოდების დროს შესთავაზებს სასიამოვნო გარემოს ხაშურელებს და რაც მთავარია, იუსტიციის სახლში ხაშურელებს მიეწოდებათ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება. ეს მომსახურება მიეწოდება მათ უმაღლეს დონეზე, რითაც გამოირჩევა, ზოგადად, იუსტიციის სახლები.

ეს არის 121-ე იუსტიციის სახლი ქვეყნის მასშტაბით, კონკრეტულად რეგიონში ეს არის მე-9 ფილიალი. იგეგმება ასევე დამატებით 10 იუსტიციის სახლის გახსნა თერჯოლაში, ახმეტაში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში, ასევე თბილისში, გლდანში არის დაგეგმილი იუსტიციის სახლის გახსნა და სოფლებში – ჭალა, ზოტი, ტოლები, შროშა და ცაისი. გრძელდება ეს სამუშაოები იმისთვის, რომ მთელი ქვეყანა იყოს დაფარული შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურებით.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ 500-მდე საზოგადოებრივი მომსახურება მიეწოდება მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში, აქედან არის 30-ზე მეტი კერძო მომსახურება. იუსტიციის სახლი არის ერთადერთი სივრცე, სადაც ერთმანეთთან შერწყმულია საჯარო და კერძო სერვისები. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დღევანდელი იუსტიციის სახლის გახსნა, რომელიც ხაშურელებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში, ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობაში, ზოგადად, პროექტის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ, მადლობა, რა თქმა უნდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მთიანად სამინისტროს შემადგენლობას იმისათვის, რომ გრძელდება ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.

დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ და მივულოცო ხაშურელებს დღევანდელი მნიშვნელოვანი დღე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები