საყვარელიძე – ბაიდენზე: გარანტიები სჭირდება; არჩევნების მოგების შემთხვევაში, იგი [კამალა ჰარისი] ბაიდენის მომხრეა
„დემოკრატიული“ პარტიიდან გარანტიის ყველაზე მეტი განსახიერება იყო კამალა ჰარისი. არჩევნების მოგების შემთხვევაში, იგი ბაიდენის მომხრე იქნება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რატომ არ მიდიოდა აქამდე, აქედან ჩანს – არ მიდიოდა, რადგან რაღაცის გარანტიები სჭირდება. ტრამპიდან ხომ ვერ აიღებს გარანტიებს, ტანკივითაა! სჭირდება თავისი პარტიიდან მაინც გარანტია. მოგეხსენებათ, იქ ოჯახის პრობლემაა. თავისი პარტიიდან გარანტიის ყველაზე მეტი განსახიერება იყო კამალა ჰარისი. არჩევნების მოგების შემთხვევაში, იგი ბაიდენის მომხრეა. სხვა დემოკრატმა რომ მოიგოს, ის გადარჩენილი ვერ იქნება – პირადი ინტერესი აქვს“, – განაცხადა საყვარელიძემ.