მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა უცხო ქვეყნების 102 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 102 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: პაკისტანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ტაილანდის, ფილიპინების, ალჟირის, ეგვიპტის, იორდანიის, სუდანის, ლიბანის, ნიგერიის, ჩინეთის, ყაზახეთის და სხვა სახელმწიფოების – ჯამურად, 102 მოქალაქე.

“მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები