“ამნისტია არის მნიშვნელოვანი ცივილიზებული მონაპოვარი, ამიტომ, ამნისტიის საწინააღმდეგო “ლელოს” არაფერი გააჩნია” – გეგელია
“ამნისტია არის მნიშვნელოვანი ცივილიზებული მონაპოვარი და ჰუმანური ჟესტი, ამიტომ, ამნისტიის საწინააღმდეგო “ლელოს” არაფერი არ გააჩნია”, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
“რაც შეეხება კონკრეტულ ამნისტიას, ჩვენ უნდა გავეცნოთ კონკრეტულ მუხლებს, გავიაზროთ ამ მუხლების ერთობლიობა საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან მიმართებით და ასე ავწონ-დავწონოთ ამნისტიის ავკარგიანობა,” – აღნიშნა გეგელიამ.