გივი მიქანაძე – ავსტრია ღიად აცხადებს , რომ ყველანაირად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ პროგრესს

ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც საქართველოს შემდგომ ევროინტეგრაციას ეხება. ავსტრია აცხადებს ღიად, რომ ყველანაირად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ პროგრესს, – ასე აფასებს ავსტრიის პარლამენტის დელეგაციის შეხვედრას “ქართული ოცნების” წევრი გივი მიქანაძე.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ ავსტრიელ კოლეგებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კანონის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

“გამჭვირვალობის კანონზე ჩვენ ამომწურავად და არგუმენტირებულად მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორც წინამდებარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც წინ უძღოდა ამ კანონის მიღებას, ასევე ამ კანონის შედარებითი ანალიზი მოქმედ ანალოგებთან, რამდენად ლიბერალურია ქართული კანონი”, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები