თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილს შეეჯახა. “კვირას” ინფორმაციით, გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის, მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.