️ ქალაქ ჩხოროწყუში, გარახას უბანში, საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ჩხოროწყუში, გარახას უბანში,საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ხიდი, მდინარე ოჩხომურზე, ძველი ამორტიზებული ხიდის მიმდებარედ შენდება.

ხიდის სიგრძე 75, ხოლო სიგანე 10 მეტრს შეადგენს.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 680 000 ლარით ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია ადგილზე გაეცნენ.

უახლოეს დღეებში დაიწყება ასევე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ჭვილიშის უბანში .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები