თბილისში, საბურთალოზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.