მერია: ქობულეთში, სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
ქობულეთში, სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
7 კილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაცია სრულდება.
მოწესრიგდა და დაიგო ფილები სასეირნო ბილიკებზე, გაკეთდა ჯებირები, დაიდგა საპარკე ინფრასტრუქტურა.
დარჩენილია მცირე დეტალები, აღნიშნული სამუშაოების დასრულება , ტურისტული სეზონის შემდეგ დაიწყება.
შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში, ძლიერი შტორმის შედეგად ბულვარის ინფრასტრუქტურის ნაწილი
დაზიანდა. 5 ბალიანმა შტორმმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ტურისტულ ობიექტს.
ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.