“ბასლაინზე” გადაადგილების უფლება შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიენიჭოს
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში – ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება ტაქსებთან ერთად, შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიენიჭოს, – შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პაკეტის განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება.
ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ, ამ მხრივ, ევროპული ქვეყნების გამოცდილება გასათვალისწინებელია.