გოგა ხაინდრავა – მაიკლ კარპენტერს: თქვენს ქვაბავაზაკთა კლუბში ჩვენი მტერი გაწევრიანდა; ბოროტების იმპერიად გადაიქეცით!
კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ იქსის საკუთარი გვერდიდან მიმართავს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროს დირექტორ მაიკლ კარპენტერს.
“საქართველოს უნდა ესმოდეს რომ თუ ევროატლანტიკური ქვეყნების კლუბში გაწევრიანება სურს, დემოკრატიულად უნდა მოიქცეს”, – მ.კარპენტერი. პრეზიდენტ ტრამპს რომ ექცევით ისე, მისტერ კარპენტერ? თქვენს ქვაბავაზაკთა კლუბში ჩვენი მტერი გაწევრიანდა. ბოროტების იმპერიად გადაიქეცით!”, – წერს ხაინდრავა.