ზუგდიდის მერია დაზიანებული შადრევნის დემონტაჟს განახორციელებს
ზუგდიდის მერია, თავისუფლების მოედანზე არსებული შადრევნის დემონტაჟს განახორციელებს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შადრევნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოცხადებულია.
დღევანდელი მდგომარეობით, შადრევანი მწყობრიდანაა გამოსული და საფრთხის შემცველია, ვიზუალურადაც შელახულია. მისი არქიტექტურული ნაწილიც საჭიროებს რესტავრაციას.