საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტას და სამხედრო ძალების გაყვანას მოითხოვს

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან სამხედრო ძალების უპირობოდ გაყვანას მოითხოვს.

დოკუმენტი ასევე მოიცავს მოთხოვნას ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურიდან გაყვანილი იქნას სამხედროებისა და სხვა ავტორიზაციის არმქონე პირები და ბირთვულ ობიექტზე კონტროლი უკრაინას დაუბრუნდეს.

რეზოლუცია, რომლის სახელწოდებაცაა „უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის“ 99-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, ცხრა – წინააღმდეგ წავიდა (ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ერიტრეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი და სირია), ხოლო სამოცმა სახელმწიფომ კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები