ირაკლი ზარქუა – საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე: ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც უნდა პატივისცემა, ინტერესების გათვალისწინება და არა ვასალური დამოკიდებულება

ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც უნდა პატივისცემა, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოს ბიუჯეტისთვის საფრანგეთიდან პირდაპირი დახმარების დროებითი შეჩერების შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებას.

„ეს არის საქართველო, სუვერენული სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა, რომელსაც უნდა პატივისცემა, ინტერესების გათვალისწინება და არა ვასალური დამოკიდებულება. ამას არ გავატარებთ, არ გავუტარებთ და მომავალშიც ასე ივლის საქართველო“, – აღნიშნა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები