გურამ მაჭარაშვილი „მეგობარი აქტის” შესახებ: დასანქცირებით რომ შემოდიხარ და მეგობარი ვარო, ამბობ, ეს, რა თქმა უნდა, დაუჯერებელია
„როცა კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოსთვის დასანქცირება არის „მეგობარი აქტი” და ეს მეგობრობისთვის კეთდება, მაშინ რა გამოდის – რუსეთის წინააღმდეგ რომ სანქციებს იყენებენ, ეს მეგობრობის აქტია რუსეთის მიმართ?”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ „მეგობარი აქტს”.