“ეს არის სტრატეგიული შეცდომები, რომელთა დაშვებაც ხდება საქართველოსთან მიმართებით” – მათიკაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე
“ეს არის იმ მცდარი და არამეგობრული პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ყველა ვაკვირდებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა “დღის ქრონიკაში” ევროკავშირში საქართველოს ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
“ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი, რომელიც საკონსტიტუციო დონეზეა გაწერილი, სწორედ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტერესს წარმოადგენს.
ამ გზაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მსგავსი ნაბიჯების გადადგმა არამეგობრული და სრულიად მცდარია. ეს არის სტრატეგიული შეცდომები, რომელთა დაშვებაც ხდება საქართველოსთან მიმართებით და ეს ნამდვილად არის სამწუხარო ფაქტი.
ჩვენ ერთი რამ შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ – აბსურდის თეატრმა, რასაც ვუყურებთ, არ შეიძლება, დიდხანს იმუშაოს”, – განმარტა მათიკაშვილმა.