ხავიერ კოლომინა: კარგი შეხვედრა მქონდა ვაშინგტონში ილია დარჩიაშვილთან, ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„კარგი შეხვედრა მქონდა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს პარტნიორობის ამჟამინდელი სტატუსი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით და რეგიონული მოვლენები. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ხავიერ კოლომინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები