ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია.
კრემლის ლიდერი და ინდოეთის მთავრობის მეთაური ერთმანეთს მოსკოვის მახლობლად მდებარე ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში შეხვდნენ.
მედიის ცნობით, მხარეებმა არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს, ხოლო მოლაპარაკებების ოფიციალური ნაწილი 9 ივლისს გაიმართება.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა ნარენდრა მოდის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახალი არჩევა მიულოცა.
ცნობისთვის, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.