ბორჯღალოსნები ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩს ხვალ გამართავენ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ზაფხულის პირველ ტესტ-მატჩამდე ერთი დღე რჩება. ხვალ ბორჯღალოსნები ბათუმში ფიჯის გუნდს უმასპინძლებენ.
ფიჯის გუნდთან ჩასატარებელი მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის გადაწყვეტილებით, თამაშისთვის 23 მოთამაშე მოემზადა. ქართველმა სპორტსმენებმა რამდენიმეკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი ქუთაისში გაიარეს, დღეს კი კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ, რის შემდეგაც მედიისთვის კომენტარებიც გაკეთდება.
ფიჯელებთან შეხვედრის შემდეგ, ბორჯღალოსნები ზაფხულში კიდევ ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებენ.