“იმედი გვაქვს, რომ თავის კონტრაქტის ვადაში იქნება ეროვნული ნაკრების მწვრთნელი” – დავით მუჯირი სანიოლზე
„მინდა, ვილის მადლობა გადავუხადო გაწეული სამსახურისთვის, მივულოცო წარმატება, რადგან მას პირველად მოუწია ეროვნული ნაკრების გუნდის გაწვრთნა, რაც პირველივე ცდაზე წარმატებული აღმოჩნდა”, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ისაუბრა.
“ამას გარდა, წარმატებულად და ღირსეულად გამოვედით ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენ არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრის სიმპათია მოვიპოვეთ. ქართველი ფეხბურთის იმიჯი სულ სხვა გახდა და ამისთვის ყველა ერთად ვმუშაობდით.
სანიოლს კონტრაქტით ვალდებულება აქვს 31 დეკემბრამდე. ლოგიკურია, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე ფეხბურთელიც და მწვრთნელიც რამდენიმე თვით ადრე თავის მომავალს კითხულობს. ჩვენ ამაზე აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თავის კონტრაქტის ვადაში იქნება ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. მე ვისურვებდი, რომ დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა, ამ ეტაპზე დეტალურ პასუხს ვერ გაგცემთ. ვიმედოვნებ, რომ წარმატებული იქნება მისი შემოდგომაც. შემოდგომაში 6 ძალიან მძიმე შეხვედრა გველის“, – განაცხადა მუჯირმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი”.