პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები ფილიპინებთან ჩაატარებს
პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები ფილიპინებთან ჩაატარებს.
შეხვედრა დღეს, 4 ივლისს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
პირველ ტურში საქართველო ლატვიასთან 55:83 დამარცხდა. ნახევარფინალში “ჯვაროსნები” მხოლოდ იმ შემთხვევაში გავლენ, თუ ფილიპინებს 19 და მეტი ქულით მოუგებენ.