IDF აცხადებს, რომ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, 100 რაკეტა გაისროლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბოლო ერთი საათის განმავლობაში, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, 100 რაკეტა გაისროლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ლიბანში ისრაელის იერიშს „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური ემსხვერპლა.

IDF აცხადებს, რომ რაკეტების უმეტესობა ღია ტერიტორიებზე მოხვდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები