გიორგი გველესიანი – EURO 2024-ზე: ამ ყველაფერმა ნაკრებს მისცა რწმენა, თავდაჯერებულობა და გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომლის შედეგებსაც ვფიქრობ, მომავალში მოვიმკით

ამ ყველაფერმა ნაკრებს მისცა რწმენა, თავდაჯერებულობა და გამარჯვებულის მენტალიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, გიორგი გველესიანმა EURO 2024-ზე საქართველოს ასპარეზობასთან დაკავშირებით „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ნაკრების მაგალითზე, მომავალი თაობის წარმომადგენლები უფრო კარგი ტიპის ფეხბურთელები იქნებიან.

„რაც მთავარია, ამ ყველაფერმა ნაკრებს მისცა რწმენა, თავდაჯერებულობა და გამარჯვებულის მენტალიტეტი. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის შედეგებს მომავალში მოვიმკით. მომავალი თაობები, ჩვენს მაგალითზე უფრო კარგი ტიპის ფეხბურთელები იქნებიან. ჩვენს ფორმებში ჩაცმული ახალგაზრდები თამაშობენ ფეხბურთს, დაუბრუნდნენ უბნებს და ეს ნამდვილად დადებითი ტენდენციაა“, – აღნიშნა გველესიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები