ლევან კობიაშვილი: ამ გუნდს და ჩვენ ზოგადად, დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა გაგვაჩნია იმის, რომ უფრო და უფრო წინ წავიდეთ
ამ გუნდს და ჩვენ ზოგადად, დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა გაგვაჩნია იმის, რომ უფრო და უფრო წინ წავიდეთ, ეს ჩვენი მიზანიცაა და სურვილიც, ეს აქამდეც გვქონდა და ეს რომ არ ყოფილიყო, აქამდე ვერ მოვიდოდით, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ასეთი ტურნირები, რა თქმა უნდა, უფრო გვზრდის და გუნდს უფრო ძლიერს ხდის. შემიძლია, გავიხსენო, რომ გასულ წელს, ზუსტად ამ პერიოდში, როდესაც ჩვენ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ, ჩვენს გუნდში რამდენიმე მოთამაშე იყო, რომელმაც ახლა გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი ითამაშა და მათთვის ის ტურნირიც გამოცდილება იყო. ასეთი თამაშები და ტურნირები როგორც მოთამაშეს, ისე გუნდს, უფრო ძლიერს გხდის და შემდეგ გამოწვევებს უფრო ადვილად უმკლავდები. ამ კუთხითაც ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა წინ და დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო არ არის. ამ გუნდს და ჩვენ ზოგადად, დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა გაგვაჩნია იმის, რომ უფრო და უფრო წინ წავიდეთ. ეს ჩვენი მიზანიცაა და სურვილიც. ეს აქამდეც გვქონდა და ეს რომ არ ყოფილიყო, აქამდე ვერ მოვიდოდით“, – აღნიშნა კობიაშვილმა.