ნიდერლანდების თავდაცვის ახალი მინისტრი: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას
ნიდერლანდების თავდაცვის ახალი მინისტრის, რუბენ ბრეკელმანსის
განცხადებით, იგი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ნიდერლანდები მხარს უჭერს უკრაინას, რამდენადაც შეუძლია და რამდენადაც საჭიროა. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ჩვენს გადაწყვეტილებაში გაერთიანებულები ვართ, უკრაინას მშვიდობა და უსაფრთხოება დავუბრუნოთ“, – განაცხადა რუბენ ბრეკელმანსმა.
ამასთან, ბრეკელმანსმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაძლიერებასა და რუსტემ უმეროვთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.