მინაშვილი – ნაკრებზე: ავტორიტეტული გამოცემები სიტყვებს ჰაერში არ ისვრიან; გადავხედოთ ნებისმიერი ქვეყნის გამოცემებს, საოცარი ეპითეტებია
“ავტორიტეტული გამოცემები სიტყვებს ჰაერში არ ისვრიან. გადავხედოთ ნებისმიერი ქვეყნის გამოცემებს, საოცარი ეპითეტებია და, კიდევ ერთხელ, ჩვენს ბიჭებს ძალიან დიდი მადლობა”, – ამის შესახებ სპორტულმა მიმომხილველმა, დათო მინაშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“მეც, თქვენც, მთელი საქართველო ამაყები ვართ, რომ ასეთი გუნდი გვყავს და ასეთი ბიჭების გულშემატკივრები ვართ. მართლაც საოცრება იყო და დამთავრდა თითქოს ეს ორკვირიანი, საოცარი პერიოდი, მაგრამ არაფერი დამთავრებულა, რადგან დღეს მაგალითად ქოჩორაშვილზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ “ლაციო” დაინტერესდა. ეს ყოველდღიური ახალი ცნობები იქნება და ამასობაში მოგვადგება სექტემბერი და მორიგი გამარჯვებების იმედად შევხვდებით ერთმანეთს”, – აღნიშნა მინაშვილმა.