ნიკა ახალბედაშვილი: მიხარია როგორც მკლავჭიდელს, რომ მკლავჭიდის კავშირი ადგას განვითარების და პროგრესის გზას
მიხარია როგორც მკლავჭიდელს, რომ მკლავჭიდის კავშირი ადგას განვითარების და პროგრესის გზას. ეს დასაწყისი სწორედ ეფუძნება სამართლიან და სწორ, გამჭვირვალე საფუძვლებს,- ამის შესახებ საქართველოს მკლავჭიდელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ახალბედაშვილმა განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ სხდომაზე მოგვივარდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი წარმომადგენელი, ჩვენ რა თქმა უნდა, მაინც შევძელით, ძალიან მშვიდობიან გარემოში ჩაგვეტარებინა ყრილობა. მიხარია როგორც მკლავჭიდელს, რომ მკლავჭიდის კავშირი ადგას განვითარების და პროგრესის გზას. ეს დასაწყისი სწორედ ეფუძნება სამართლიან და სწორ, გამჭვირვალე საფუძვლებს“,- აღნიშნა ახალბედაშვილმა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ტვ პირველის“ გადამღებმა ჯგუფმა ოლიმპიურ სასახლეში მკლავჭიდელთა ახალდაფუძნებული კავშირის ყრილობაზე პროვოკაცია მოაწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა დაწყებულიყო, რა დროსაც, დარბაზში „ტვ პირველის“ კორესპონდენტი მარიამ გაფრინდაშვილი შევიდა და იქ მყოფებთან არათემატური კითხვების დასმას ცდილობდა.