ბაიდენი: ისე კარგად ვერ ვკამათობ, როგორც ადრე, მაგრამ ვიცი, როგორ ვთქვა სიმართლე
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართულ დებატებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ხალხო, ისე მარტივად არ დავდივარ, როგორც ადრე, არ ვლაპარაკობ ისე მარტივად, როგორც ადრე, არ ვკამათობ ისე კარგად, როგორც ადრე, მაგრამ ვიცი, როგორ ვთქვა სიმართლე“, – წერს ბაიდენი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა პირველი სატელევიზიო დებატები გამართეს. CNN-ის ინფორმაციით, რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტელედებატებს დონალდ ტრამპმა უკეთ გაართვა თავი.