საპატრიარქო: 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით დაიკეტება

2 ივლისიდან 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით დაიკეტება.

ამის შესახებ საპატრიარქო იტყობინება.

გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზე საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში.

“გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მომსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის სამონასტრო კომპლექსი. გთხოვთ, გავითვალისწინოთ განცხადების შინაარსი და გაგებით მოვეკიდოთ მას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები